Stachema Ge

Flamgard

აღწერა: აქაფებადი, ხანძარ-საწინააღმდეგო საფარი, რომელიც გათვალისწინებულია ინტერიერში ხის დაცვისათვის. პროდუქტით დამუშავებული ხის ზედაპირი ცეცხლისა და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების პირობებშჰი წარმოქმნის ცეცხლგამძლე საიზოლაციო ფენას, რომელიც იწვევს ცეცხლშღწევის და აალების გარკვეული პერიოდით დაგვიანებას და საიმედოდ იცავს დამუშავებულ მასალას. 

გამოყენების მიზანი: Flamgard გამოიყენება ხის სტრუქტურების ცეცხლგამძლეობის გაზრდის მიზნით.

გამოყენების ინსტრუქცია: Flamgard -ით ხის ზედაპირის დამუშავებამდე უნდა მოხდეს ზედაპირის საგულდაგულოდ გაწმენდა. ზედაპირზე Flamgard-ის აპლიკაცია ხდება საღებავის ფუნჯით.

წმენდა: Flamgard -ით დამუშავებული ხის ზედაპირის წმენდა არ შეიძლება წყლით ან სხვა ქიმიური საშუალებით. ნებადართულია ზედაპირის მხოლოდ მშრალი წმენდა. 

გამოყენების რაოდენობა: 1-მ2 ზედაპირის დასამუშავებლად საჭიროა 500გრ. Flamgard-ი.

შემადგენლობა: ნაცრისფერ-თეთრი სუსპენზია, რომელიც დამზადებულია ამონიუმის ფოსფატისა და სპეციალური აქაფებადი მინაერთების ბაზაზე. პროდუქტს შეიძლება მიეცეს სხვადასსხვა ფერი.

გარანტია: 24 თვე წარმოების თარიღიდან.

დამუშავებული ხის ხანძარ-გამძლეობის ხაგძლივობის პერიოდი: მინიმუმ 15 წელი.

kodowanie html5 css, projektowanie stron internetowych , PSD2HTML, PSD HTML, proste strony www, cięcie PSD, tworzenie stron,