Stachema Ge

ბეტონის საწმენდი საშუალებები

გთავაზობთ ბეტონისა და სხვადასხვა კონსტრუქციული ზედაპირების საწმენდ საშუალება BETONCLEANER-ს. საწმენდი საშუალება გამოიყენება ისეთი ზედაპირების საწმენდად რომელიც დაფარულია: ბეტონის თეთრი მარილებით, ცემენტით, კირით, მყარი მტვერით, ...

  • გარეგნული მახასიათებლები: გამჭვირვალე სითხე
  • გამოყენება: 1 ლიტრით შესაძლებელია დამუშავდეს 2 დან 10 კვ.მ-მდე ზედაპირი

ყურადღება: შეიცავს მჟავას

 

პროდუქტის სპეციფიკაცია აღწერა

BETONCLEANER F არის უქლორო საწმენდი საშუალება რომელიც გამოიყენება ბეტონის ზედაპირის, სხვადასხვა კონსტრუქციების, პლასტმასის თუ ფოლადის ფორმების გასაწმენდად ბეტონის მარილისაგან, კირისაგან, გაქვავებული მტვერისა თუ ცემენტის შხეფებისაგან.

გამოყენება

საწემნდი საშუალების გამოყენებამდე საჭიროა ზედაპირი საგულდაგულოდ გაიწიმნდოს წყლით. ჭარბი წყალი საჭიროა აიღოთ. BETONCLEANER-ით შესაძლებელია ზედაპირის დამუშავება მოხდეს განმეორებითაც. ზედაპირის დამუშავების შემდეგ, საჭიროა BETONCLEANER-ს მივცეთ ზემოქმედების დრო, შემდეგ კი საჭიროა მისი გადაწმენდა მოხდეს ტექსტილით ან ჩვარით. BETONCLEANER-ით წმენდის შემდეგ, აუცილებელია ზედაპირი ხელახლა გადაირეცხოს წყლით, რათა მოხდეს დარჩენილი BETONCLEANER-ის ზედაპირზე მოცილება. რკინის ყალიბების გაწმენდის შემდეგ, საჭიროა რკინის ყალიბების გამორეცხვა წყალში გახსნილი სოდით.

დოზირება:

შესაძლებელია მოახდინოთ BETONCLEANER-ის წყლით გაზავება 1:4 პროპორციით. გაზავების დროს პროდუქტი რათქმაუნდა კარგავს ძალას, ამიტომ ყოველთვის, ცდების საფუძველზე მოახდინეთ თქვენთვის ყველაზე სასურველი კონცენტრაციის მირღება. გაზავების დროს აუცილებელია, რომ BETONCLEANER-ი ჩაასხათ წყალში და არა პირიქით.

გაფრთხილება,
Betoncleaner F შეიცავს მჟავას და მასთან მუშაობის დროს აუცილებელია დაცული იქნეს მჟავასთან მუშაობისათვის აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები. აუცილებელია პროდუქტის შენახვა მოხდეს ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას. მუშაობის დროს გამოიყენეთ სპეციალური დამცავი საშუალებები. პროდუქტის გამოყენებამდე მოახდინეთ მისი გამოცდა. ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ დაზიანებებზე, რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნეს პროდუქტის არა-სათანადო ან არა-კვალიფიციური გამოყენებით.

პირველი დახმარება
- შესუნთქვის დროს, აუცილებელია დაზარალებული გაიყვანოთ სუფთა ჰაერზე. აუცილებელია დაზარალებულმა შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ შესცივდეს.
- თვალში მოხვედრის შემთხვევაში, აუცილებელია თვალი იყოს ღია და მოხდეს მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში თვალის გამორეცხვა გამდინარე წყლით
- კანზე ზემოქმედების დროს, აუცილებელია სასწაფოდ დაზიანებული კანის საგულდაგულო დაბანა წყლითა და საპონით. შემდეგ, დაზიანებული კანი დაიმუშავეთ კრემით.
- გადაყლაპვის დროს, არ გამოიწვიოთ გულისრევა. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და წარუდგინეთ დოკუმენტაცია თუ რა ნივთიერება მოხვდა ორგანიზმში.

kodowanie html5 css, projektowanie stron internetowych , PSD2HTML, PSD HTML, proste strony www, cięcie PSD, tworzenie stron,