Stachema Ge

ჩვენს შესახებ

Stachema GE Ltd. - ჩეხო-სლოვაკური სააქციო საზოგადოება "სტახემა ბრატისლავა"-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში

ჩვენი სათაო კომპანია «STACHEMA» დაარსდა სლოვაკეთის რესპუბლიკა, ქალაქ ბრატისლავაში 1991 წელს. საქართველოს წარმომადგენლობითმა ოფისმა კი საქმიანობა დაიწყო 2011 წელს, რითაც შესაძლებელი გახდა «STACHEMA»-ს ევროპული ხარისხის მქონე პროდუქციის საქართველოს ბაზარზე შემოტანა. 

ჩვენი წარმომადგენლობითი ოფისის მიზანია, უახლოეს მომავალში მოვახდინოთ საქართველოს ბაზრის შესაბამისი წილის დაკავება და წარმოების გარკვეული ნაწილი გადმოვიტანოთ საქართველოში, რათა ჩვენი პროდუქცია გახდეს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი.

1991 წლის შემდეგ, კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროდუქტთა ასორტიმენტი სამშენებლო ქიმიის სფეროში განუწყვეტლივ იზრდება. ჩვენი ახალი პროდუქტები ყოველთვის რეაგირებენ სამშენებლო ქიმიის სფეროში წარმოქმნილ ახალ მოთხოვნილებებს. კომპანიის განვითარების ფილოსოფია ეფუძნება ჩვენს მიერ სამშენებლო ქიმიის დარგში დაგროვილ ცოდნას, უკვე არსებულ და დანერგულ სამეწარმეო მიდგომებს, და ჩვენს შესაძლებლობებს მოქნილად შევუსაბამოდ ჩვენი წარმოებითი პროგრამა  კლიენტისა და შესაბამისად ბაზრის მოთხოვნებს. ჩვენი კომპანიის განუყოფელ ნაწილს ასევე შეადგენს მაღალკვალიფიციური ტექნოლოგიური კონსალტინგი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში გაეწევა ჩვენს კლიენტებს ევროპული სპეციალისტების მიერ. ჩვენი კომპანია წარმოედგენს სამშენებლო ქიმიის პროდუქციის სრული ასორტიმენტის მომწოდებელს. ამავდროულად ყველა ჩვენი პროდუქტი აკმაყოფილებს ჰიგიენურ, ტექნოლოგიურ და ეკოლოგიურ მოთხოვნებს, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებთან.

ჩვენი კომპანიის ყოველ პროდუქტს გააჩნია ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი EN ISO 9001:2001 და ასევე შიდა ქარხნული კონტროლის სერტიფიკაცია.

ჩვენი ფირმის სრული პროდუქციული პორთფოლიო არის საკამოდ ფართო და მოიცავს:
- ბეტონის დანამატებს (ფირმის საქმიანობის მთავარი მიმართულება: პლასტიფიქატორები, სუპერპლასტიფიქატორები, ჰიპერპლასტიფიქატორები, ბეტონის შრობის დამაჩქარებლებლი თუ შემანელებელი მინაერთები)
- ხის დაცვისთვის განკუთვნილ სპეციალურ ქიმიურ დანამატებს (ხის დაცვა მავნებელი მწერების, სოკოსა თუ ობისაგან როგორც ინტერიერში ასევე ექსტერიერში)
- საღებავებს (დისპერსიული და მინერალური ფასადური საღებავები, განკუთვნილი როგორც ექსტერიერისთვის ასევე ინტერიერისთვის)
- სახანძრო დაცვის სპეციალურ ქიმიურ ხსნარებს და საღებავებს (ხანძარგამძლე სპეციალური მინაერთები და საღებავები, რის შედეგადაც იზრდება დამუშავებული მასალის ხანძარგამძლეობა)
- სადეზინფექციო საშუალებებს აუზებისა და აკვა-პარკებისათვის (სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები აუზებისა და აკვა-პარკებისათვის)

ჩვენ უპირველეს ყოვლისა ვთანამშრომლობთ მსხვილ ბეტონის მწარმოებელ კომპანიებთან, რომელთათვის პირველ ადგილზე დგას დამზადებული ბეტონის ხარისხი. კლიენტებს მოთხონის შემთხვევაში ჩვენი ევროპელი სპეციალისტები უწევენ ტექნოლოგიურ კონსალტინგს რათა მიღწეულ იქნეს მათ მიერ დასახული ამოცანები ბეტონის სიმკვრივის, წყალგაუმტარობის, დრეკადობის თუ ყინვამდგრადობის თვალსაზრისით. >დაგვიკავშირდით, მოხარული ვიქნებით თქვენთან თანამშომლობით. შესძინეთ თქვენს მიერ დამზადებულ ბეტონს ევროპული ხარისხი.

kodowanie html5 css, projektowanie stron internetowych , PSD2HTML, PSD HTML, proste strony www, cięcie PSD, tworzenie stron,